RSS

"გადავედით 100 მეტრში"


მეც არ ვიყო “საპოჟნიკი” რა :-)

მოკლედ, შემიჩნდა ეშმაკი (ეს გადატანითი მნიშვნელობით, იმედია მალე ანგელოზად მომეჩვენება :-) და გადავწყვიტე გადავიდე ვორდპრესზე. რაღაცნაირად გული კი მწყდება, მგონია ვუღალატე ვიღაცას ან რაღაცას, მარა არაუშავს.

ერთ-ერთი ბლოგერის რჩევით, გადავაექსპორტიმპორტე (ახალი ტერმინი ჩემს ლექსიკონში :-) ბლოგსპოტის ბლოგი და ყველაფერი გადავიტანე, არც კომენტარები დაკარგულა და არაფერი.
ხოდა, თუ გაინტერესებს რა გამოვიდა შედეგად, მეწვიე “ახალ” ბლოგზე. დიზაინზე ბევრი დრო დავხარჯე და იმედი მაქვს, მოგეწონება.

კიდევ ერთი რამ, თუ შენს ბლოგროლშიც იყო გვირილას ადგილი, ბარემ ლინკი შეცვალე და ახალი ბლოგის მისამართი დაწერე ;-)

მადლობა რომ აქ ხარ, ახლა გამომყევი იქით, 100 მეტრში ;-)

ნახე ახალი გვირილა :-)

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS
Read comments