მეც არ ვიყო “საპოჟნიკი” რა :-)
მოკლედ, შემიჩნდა ეშმაკი (ეს გადატანითი მნიშვნელობით, იმედია მალე ანგელოზად მომეჩვენება :-) და გადავწყვიტე გადავიდე ვორდპრესზე. რაღაცნაირად გული კი მწყდება, მგონია ვუღალატე ვიღაცას ან რაღაცას, მარა არაუშავს.
ერთ-ერთი ბლოგერის რჩევით, გადავაექსპორტიმპორტე (ახალი ტერმინი ჩემს ლექსიკონში :-) ბლოგსპოტის ბლოგი და ყველაფერი გადავიტანე, არც კომენტარები დაკარგულა და არაფერი.
ხოდა, თუ გაინტერესებს რა გამოვიდა შედეგად, მეწვიე “ახალ” ბლოგზე. დიზაინზე ბევრი დრო დავხარჯე და იმედი მაქვს, მოგეწონება.
კიდევ ერთი რამ, თუ შენს ბლოგროლშიც იყო გვირილას ადგილი, ბარემ ლინკი შეცვალე და ახალი ბლოგის მისამართი დაწერე ;-)
მადლობა რომ აქ ხარ, ახლა გამომყევი იქით, 100 მეტრში ;-)
ნახე ახალი გვირილა :-)
"გადავედით 100 მეტრში"
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
2 კომენტარი:
მეც მქონდა სურვილი მაგის <3
მარა ვიცი რო მეც ეგ შეგრძნება მექნება :)
იცი რა, ფაქტიურად აღარ მაქვს ეს შეგრძნება, იმიტომ, რომ არავინ დამიკარგავს. ყევლა გადმომყვა, კომენტარებიც შემენახა და რავიცი, კომფორტულია იქ მართლა. ხოდა, იქნებ შენც გეცადა, ჰა?
თავიდან რთულია, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ვორდპრესი და ბლოგსპოტი, მარა მე უკვე იმდენი რამე გავიგეეე :-) ხოდა, თუ რამე, დაგეხმარები კიდეც ;-)
ისე, შეგეფასებინა ის ბლოგიც, ღირდა თუ არა გადასვლა :-)
Отправить комментарий